19 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები 20 მილიონ 400 ათას უახლოვდება

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები 20 მილიონ 400 ათას უახლოვდება. აქედან გამოჯანმრთელებულია 13 მილიონზე მეტი, დაღუპულია 742 ათასი. მხოლოდ შეერთებულ შტატებში, 5 მილიონზე მეტი დაავადდა. ქვეყანაში დაინფიცირების დინამიკა კლებისკენ ჯერ კიდევ არ მიდის. ბოლოს 24 საათში აქ 19 ათასი ინფიცირებულია, დაიღუპა 700-მდე.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა სამი მილიონი დაავადებულით. მას ინდოეთი მოჰყვება, სადაც ბოლო 24 საათში 61 ათასი პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 900-მდე.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს: რუსეთში პირველად აპრილის შემდეგ 5 ათასზე ნაკლები დაინფიცირებული გამოვლინდა, თურქეთში ეს მაჩვენებელი 1200-მდეა, აზერბაიჯანში დღიურმა მაჩვენებელმა 84, სომხეთში კი 160 შეადგინა.

რაც შეეხება, რუსი სპეციალისტების მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინას - ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის უკვე დარეგისტრირებულია და ვაქცინა მისმა შვილმა პირადადაც გამოსცადა. რუსეთის მთავრობაში ამტიცებენ, რომ რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინით დაინტერესება უკვე გამოთქვა, თუმცა კონკრეტულად რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი - ეს არ კონკრეტდება.

ამავე დროს, რუსული ვაქცინა მსოფლიოსთვის საეჭვოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ნებისმიერი ვაქცინის წინასწარი კვალიფიცირების მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

დღის ამბები