20 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემთხვევაში ვიცე პრეზიდენტი კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი გახდება

კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი, ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემთხვევაში, ვიცე პრეზიდენტი გახდება - მისი კანდიდატურა ჯო ბაიდენმა დაასახელა.

დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰარისი "უშიშარ მებრძოლად" და ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო სახელმწიფო მოხელედ დაასახელა.

კამალა ჰარისი კალიფორნიის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორია, ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული პირველი ფერადკანიანი ქალია.

ჰარისი თავის მეტოქესთან, დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ მაიკ პენსთან, 7 ოქტომბერს დებატებს გამართავს.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება.




დღის ამბები