20 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
კოსტა-რიკაში პოლიციამ ანანასებში დამალული ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო

კოსტა რიკაში პოლიციამ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო. ნარკოტიკული საშუალების ტრანსპორტირება ანანასებთან ერთად ჩანთების საშუალებით ხდებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკის გაგზავნა ნიდერლანდებში, კერძოდ კი როტერდამში იგეგმებოდა. ამოღებული კოკაინის ღირებულება შავ ბაზარზე რამდენიმე მილიონი ევროა.

ეს ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკების აღმოჩენის მე-9 შემთხვევაა. მიმდინარე წელს კოსტა რიკის პოლიციამ სულ 10 ტონამდე სხვადსხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო.  

 
 

დღის ამბები