დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ეპიდემიოლოგების რჩევებსა და წესებს არ დავიცავთ, შესაძლოა ისეთივე სიტუაცია მივიღოთ, როგორიც, მაგალითად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია.
"ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით კი საკურორტო ზონებში, თუ არ დავიცავთ წესებს, თუკი არ გვექნება ყველას დახურულ სივრცეში ნიღაბი და არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დღემდე მოვიტანეთ, აღარ იქნება მსგავსი სიტუაცია ქვეყანაში. ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორიც არის, მაგალითად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.
ყველა ბიზნესის წარმომადგენელმა უნდა დაიცვას წესები მაქსიმალურად და თავიანთ კლიენტებს მოსთხოვონ ამ ზომების უმკაცრესად დაცვა. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული," - განაცხადა პაატა იმნაძემ.