20 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
ყაზბეგში სვანეთისაგან განსხვავებით სიტუაცია კონტროლირებადია, საბედნიეროდ ინფიცირებულებს ბევრი კონტაქტები არ ჰყავთ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ყაზბეგში ეპიდემიოლოგების ერთი ჯგუფია წასული. რაც შეეხებათ უშუალოდ ინფიცირებულებს, სულ 2 დადასტურებული შემთხვევაა, რომლებსაც საბედნიეროდ ბევრი კონტაქტი არ ჰყავთ. 

"ეპიდემიოლოგების ერთი ჯგუფი წასულია ყაზბეგში, სადაც ყველა კონტაქტის გამოკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულთაგან სამი არის ადგილობრივი, ესენი სხვადასხვა სოფლებიდან არიან. საბედნიეროდ, მათ ბევრი კონტაქტები არ აქვთ, მაგრამ მიმდინარეობს ყველა არსებული კონტაქტის გამოკვლევა. სვანეთისგან განსხვავებით, ყაზბეგში არ ჩანს, რომ მსგავსი მდგომარეობა შეიქმნება, რადგან იქ ვითარება გაცილებით კონტროლირებადია, რასაც ჯერ მესტიაზე ვერ ვიტყვით,"- აცხადებს პაატა იმნაძე. 

დღის ამბები