26 აპრილი 2024,   01:05
ვრცლად
ყაზბეგის პოლიციაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ყაზბეგში დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

"დღეს ყაზბეგში პოლიციაში დადასტურებული სულ 7 ახალი შემთხვევაა. ეპიდემიოლოგების ერთი ჯგუფი წასულია ყაზბეგში, სადაც ყველა კონტაქტის გამოკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულთაგან სამი არის ადგილობრივი, ესენი სხვადასხვა სოფლებიდან არიან. საბედნიეროდ, მათ ბევრი კონტაქტები არ აქვთ, მაგრამ მიმდინარეობს ყველა არსებული კონტაქტის გამოკვლევა. სვანეთისგან განსხვავებით, ყაზბეგში არ ჩანს, რომ მსგავსი მდგომარეობა შეიქმნება, რადგან იქ ვითარება გაცილებით კონტროლირებადია, რასაც ჯერ მესტიაზე ვერ ვიტყვით,"- აცხადებს პაატა იმნაძე. 

დღის ამბები