19 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი იქნა გამოყვანილი, რომლებიც საკარანტინო სივრცეებში გადავიყვანეთ - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, დღეის მონაცემებით, სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი იქნა გამოყვანილი, რომლებიც საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდნენ. 

"დღევანდელ დღის მონაცემებით, ჩატარდა ძალიან მსხვილი სამუშაოები და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე მეტი ადამიანი სვანეთიდან იქნა გამოყვანილი და არიან ეს ადამიანები დაბინავებულები საკარანტინო სივრცეებში.

საკარანტინო სივრცეები მოეწყო სვანეთში. ჩვენ ადგილზე შევაფასეთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის განთავსების ობიექტებში. შევეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო ასევე საკმაოდ კომფორტული პროცესი დამსვენებლებისთვის და ნაწილი დამსვენებლების, რომლებიც უკვე ცხოვრობდნენ სასტუმროებში და ეს სასტუმროები აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ შესაბამის კრიტერიუმებს, გარდაიქმნა საკარანტინო სივრცედ. ნაწილი ადამიანებისა და დამსვენებლებისა, იქნენ გამოყვანილი ორგანიზებულად სვანეთიდან და ეს ადამიანები გადანაწილდნენ სხვადსხვა არსებულ საკარანტინო სივრცეებში," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

დღის ამბები