25 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
"არ გვინდა რა ჯერჯერობით, 300 და 500 კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოსა და საქართველოშიც პანდემია მზარდია, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქორწილების ან სხვა შეკრებების დაგეგმვისას ეს მოცემულობა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს.

"არ გვინდა რა, ჯერჯერობით, 300 და 500 კაციანი ქორწილები და არც ჭირისუფლები. უნდა იყოს ყველაფერი მოკრძალებული, სანამ პანდემია არის და პანდემია, ჯერჯერობით, არის. ყოველდღიურად მსოფლიოში არის მატება ახალი შემთხვევების. 250-ზე მეტი ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად, 20 მილიონს გადააჭარბა უკვე შემთხვევათა რაოდენობამ მთლიანად მსოფლიოში, ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ საქართველო მარტო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ეს ყველაფერი არის მართვადი, კონტროლს ექვემდებარება, არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ მოვუწოდებ კიდევ ერთხელ მოსახლეობას, რომ დავიცავთ ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო იძლევა,“ - განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები