24 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
საფრანგეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში სამხედრო კომპონენტს ზრდის

საფრანგეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში, სამხედრო კომპონენტს ზრდის. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის ხელისუფლებამ თურქეთსა და საბერძნეთს შორის შექმნილი დაძაბულობის ფონზე მიიღო.

ემანუელ მაკრონმა თურქეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ძებნა სადაო წყლებში, რაც ანკარასა და ათენს შორის მშვიდობიანი დიალოგის გამართვას შეუწყობს ხელს.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა სადაო ტერიტორიულ წყლებში, რომელიც საბერძნეთთან და კვიპროსთან ახლოს მდებარეობს, სამძებრო ხომალდი გაუშვა და განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი რესურსების საძიებო სამუშაოებს აგრძელებს.

დღის ამბები