23 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
დიდუბეში აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა

დიდუბეში აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. როგორც "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელმა განაცხადა, უყურადღებოდ იყო დატოვებული ბუნებრივი აირის ონკანი.

"პირველი დათვალიერებისას რაც ირკვევა, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი, დანადგარის ონკანი. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება და შემდგომ აფეთქება. ასევე, ერთი შეხედვით რაც ჩანს ის არის, რომ აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია თვითნებურად, მთელი რიგი დარღვევებით, რამაც სავარაუდოდ, შეიძლება გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა. მინდა ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და გაზის მოწყობილობები უყურადღებოდ," - განაცხადა "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, დიდუბეში საწყობის აფეთქების შედეგად 68 წლის ქალი და 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. დაშავებულები საწყობის თანამშრომლები არიან. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 

დღის ამბები