20 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
პროკურორთან ბევრი კითხვა გვექნება, მათ შორის, რატომ დასვა მან არაეთიკური კითხვები - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ამ ვერსიებზე გამოძიების შედეგებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გაეცნობა.

დაზარალებულის სტატუსის მქონე მხარე გენერალურ პროკურატურაში შეხვედრას მართავს.

პასუხგაუცემელ კითხვებზე განმარტებებს გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს სთხოვენ.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურორთან ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ. 

"კითხვები ძალიან ბევრი იქნება. ასევე გვექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასვა პროკურორმა არაეთიკური კითხვები. ეს არ არის უბრალო დ მარტივი საქმე, სადაც გამოძიებას სრული უფლება აქვს გამოძიებაზე იმუშაოს, მაგრამ არა სიტყვიერად, არამედ საქმით. შესაბამისად, შევაჯერებ ვინ მუშაობს საქმით და ვინ სიტყვით,"- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

დღის ამბები