23 აპრილი 2024,   23:07
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო ესპანეთის ყველა რეგიონში ღამის კლუბები დახურეს

კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ესპანეთის ყველა რეგიონში ღამის კლუბების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. აიკრძალა 10 კაცის შეკრება და ღია სივრცეებში, იქ სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია მოწევა.

კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის გამო, პარიზი კვლავ "წითელ ზონად" გამოცხადდა.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში, 2 ათას 700-მდე ახალი დაავადებული გამოვლინდა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კი იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან, საფრანგეთი, მალტა და ნიდერლანდები დაუმატა. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნარჩუნდება შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში.

ამერიკაში 55 ათასზე მეტი ახალი ფაქტი გამოვლინდა. ახალ ზელანდიაში კი, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 12 დღით გახანგრძლივდა. ევროკომისიამ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე პირველ შეთანხმება ფარმაცევტულ კომპანია "ასტრა ზენეკა-სთან" გააფორმა. შეთანხმების მიხედვით ევროკომისია ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს.

დღის ამბები