19 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
თურქეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს

თურქეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიზეზი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მიღწეული შეთანხმებაა.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიღწეულ შეთანხმებას ანკარა ვერ შეეგუება, რადგან ის პალესტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. თურქეთის ლიდერმა საემიროებიდან ელჩის გაწვევაც არ გამორიცხა.

ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, შტატების დახმარებით, ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.

დღის ამბები