19 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
ხიდისთავში მინდორში საბალახოდ გაშვებული პირუტყვი დაიხოცა

ხიდისთავში მინდორში საბალახოდ გაშვებული პირუტყვი დაიხოცა. 

დახოცილი საქონელი სპეციალურ ორმოში დაიმარხა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირუტყვი მოწამლეს და მინდვრის შესწავლას მოითხოვენ.

დაზარალებული 8 მოსახლე კი კომპენსაციას მოითხოვს, რადგან მათი ძირითადი შემოსავლის წყარო რძის ნაწარმის რეალიზაცია იყო. 

დახოცილი პირუტყვის ნიმუშები შესაბამისმა სამსახურმა უკვე აიღო და პასუხები სავარაუდოდ 2 დღეში გახდება ცნობილი. პირუტყვის დახოცვის ფაქტზე შსს გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

 

დღის ამბები