25 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
კორონავირუსის 3 ათასამდე შემთხვევა ესპანეთში - ევროპაში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება

კორონავირუსის შემთხვევები ევროპაში კვლავ მზარდია. ესპანეთში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ესპანეთის ყველა რეგიონში, ღამის კლუბების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა.

გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ კანარის კუნძულები. ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ გერმანელ მოგზაურებს ტესტის გაკეთება და მისი შედეგის ლოდინი თვითიზოლაციაში მოუწევთ.

საფრანგეთში კი მესამე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები 2,500-ს აჭარბებს. მზარდია დინამიკა შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში. შტატებში ვირუსის 64 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ბრაზილიაში კი 50 ათასი. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რელიგიური შეკრებები აკრძალეს სეულში.

შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამხრეთ კორეაში ინფიცირების 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  

"კორონავირუსის შემთხვევები იმიტომ იზრდება, რომ ჰიგიენის ნორმების დაცვა სათანადოდ არ ხდება. ამის შემდეგ ვირუსი ვრცელდება სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სკოლებშიც. აუცილებელია თავშეყრის ადგილებში პირბადით ვიაროთ. ეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვირუსის ფართოდ გავრცელება მოხდება" - განაცხადა ბერლინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანდრეას ჟიზელმა.   

დღის ამბები