24 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
ოპოზიციონერი ლიდერი ბელარუსიის ხელისუფლების გადაცემის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივა გამოდის

სვეტლანა ციხანოვსკაია ბელარუსის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლების გადაცემის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივა გამოდის. მისი განცხადებით, საბჭოში გაწევრიანება შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ცნობილ ბელარუსიელებს და თავისი საქმის პროფესიონალებს. 

"მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ქვეყანაში კანონიერების აღდგენისთვის საჭირო გადაუდებელი ზომების გატარების მიზნით, გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას ხელისუფლების გადაცემის საკოორდინაციო საბჭო. ამ საბჭოში გაწევრიანება შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ცნობილ ბელარუსიელებს და თავისი საქმის პროფესიონალებს. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ დიალოგისთვის მზადაა. ეს ნიშნავს ყველა დაკავებულის გათავისუფლებას, ქალაქების ქუჩებიდან სპეცრაზმელების გაყვანას, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები მათ წინააღმდეგ, ვინც ხალხის ცემისა და ცეცხლის გახსნის უკანონო ბრძანებებს იძლეოდა. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროპის ქვეყნებს, რომ დაგვეხმარონ ამ დიალოგის ორგანიზებაში ხელისუფლებასთან," - განაცხადა სვეტლანა ციხანოვსკაიამ

დღის ამბები