17 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
ევროპაში ყოველდღიურად კორონავირუსის 26 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპაში ყოველდღიურად კორონავირუსის 26 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ გააკეთა.

მისი თქმით, COVID-19-ის პანდემიის ეპიცენტრი ახლა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებია, თუმცა გლობალურად აღრიცხული ინფიცირებულების 17 პროცენტი ევროპიდანაა. კლუგემ, ასევე ისაუბრა ევროპის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების შესახებაც. ამ თემაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის წარმომადგენელი ერთობლივად იმსჯელებს.

დღის ამბები