19 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
ნავალნის მოწამვლაში ვინც დამნაშავეა, ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნავალნის მოწამვლაში დამნაშავეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.

ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს: "ალექსეი ნავალნის მოწამვლამ მთელი მსოფლიო შეძრა.

გაერთიანებული სამეფო სოლიდარობას უცხადებს მას და მის ოჯახს. აუცილებელია მომხდარის სრულმასშტაბიანი, გამჭვირვალე გამოძიება.

დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. გაერთიანებული სამეფო შეუერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობებს სამართლიანობის აღსრულების უზრუნველყოფის კუთხით“, - წერს ჯონსონი

დღის ამბები