25 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
ამაზონის ჯუნგლებში ხანძარის შედეგად 20 000-ზე მეტი კვადრატული მეტრის ტყის მასივია განადგურებული

ამაზონის ჯუნგლებში ისევ ხანძარია. განადგურებულია 20 000-ზე მეტი კვადრატული მეტრის ტყის მასივი. ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ჯუნგლებში ხანძრის გაჩენას უარყოფს და მედიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ამაზონი, რომელსაც დედამიწის ფილტვებად მოიხსენიებენ, მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს. გასულ წელს მასშტაბური ხანძრების გამო, ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. ბუნების დამცველების ნაწილი ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსანარუს ადანაშაულებს.

დღის ამბები