24 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
პროტესტის 23 დღე ბელარუსში და ათეულობით დაპატიმრებული სტუდენტი - სოლიდარობის ნიშნად კერძო კომპანიებმა 1 დღით მუშაობა შეწყვიტეს

ბელარუსში საპროტესტო აქციების 23-ე დღემ ბიზნესმენების სოლიდარობის ფონზე ჩაიარა. კერძო კომპანიებმა 1 დღით მუშაობა შეწყვიტეს. მოსახლეობის ნაწილმა კი სამსახურში მისვლაზე  უარი განაცხადა.

მინსკის ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტები შეიკრიბნენ, ისინი განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ დემონსტრანტებს გზა სამართალდამცველებმა გადაუკეტეს და ოცამდე სტუდენტი დააკავეს. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც პრეზიდენტის გადადგომის და უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდა, უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

საპროტესტო გამოსვლების ფონზე მინსკში ოპოზიციონერმა ლიდერებმა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნეს.
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისა და ამჟამად დაკავებული ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ინფორმაციით, პარტიის სახელწოდებაა "ერთად".

ბელარუსში ანტისამთავრობო გამოსვლები 9 აგვისტოს დაიწყო. ლუკაშენკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები