25 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
ირანის პრეზიდენტმა აშშ-ს უგულო და ბოროტი უწოდა

ირანის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უგულო და ბოროტი უწოდა. ჰასან როუჰანის განცხადებით, აშშ-ს რომ ცოტაოდენი კაცთმოყვარეობა ჰქონოდა, პანდემიის გამო სანქციების ერთი წლით მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ირანის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას ასევე წუხილი გამოთქვა, რომ ქვეყნის არცერთი მეგობარი სახელმწიფო შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას არ შეწინააღმდეგებია.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 384 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 22 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები