18 აპრილი 2024,   23:10
ვრცლად
საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ბანაკში ხანძარი გაჩნდა
რამდენიმე ადამიანი დაშავდა ხანძრის შედეგად მიგრანტების ბანაკ მორიაში. ჯანმრთელობის დაზიანება ძლიერმა დაკვამლიანებამ გამოიწვია.
 
ხანძრის შედეგად ბანაკი სრულად განადგურდა. ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო მანქანა და 25 მაშველი.
 
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისრის განცხადებით, ახლა მათ მთავარ საზრუნავს ხანძრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა წარმოადგენს.
 
მორია ყველაზე გადატვირთული ბანაკია, სადაც 13 000 მიგრანტი იყო დასახლებული.
დღის ამბები