20 აპრილი 2024,   08:15
ვრცლად
"დიდი შვიდეული" მოსკოვს ნავალნის მოწამვლაში მონაწილე პირების დასჯისკენ მოუწოდებს

"დიდი შვიდეული" რუსეთის წინააღმდეგ - ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო შვიდეულმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა. კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მოსკოვს ნავალნის მოწამვლაში მონაწილე პირების დასჯისკენ მოუწოდებენ და ქიმიური იარაღის ნებისმიერ გარემოებაში გამოყენებას მკაცრად აკრიტიკებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "დიდი შვიდეულის" მინისტრები დააკვირდებიან, თუ რა ზომებს მიმართავს რუსეთი ნავალნის საქმეზე.

"დიდი შვიდეულის" გავრცელებულ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ რომ მოსკოვი ჯერ კიდევ ელოდება ბერლინისგან , ბიოქიმიური კვლევების შედეგებს, რომლებიც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 27 აგვისტოს მოითხოვა.

დღის ამბები