18 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
საჯარო წამება განსხვავებული აზრისთვის - კადიროვის კრიტიკის გამო 19 წლის ოპოზიციონერმა თავი ბოთლზე დაჯდომით დაისაჯა

წამება კრიტიკის გამო - რამზან კადიროვის ან მის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული ნებისმიერი განსხვავებული აზრი, საჯაროდ ბოდიშის მოხდით სრულდება.

ოპოზიციური ინტერნეტ მოძრაობის, 19 წლის წევრის წამების შემთხვევა კი უფრო სასტიკი და განსხვავებულია, რამაც მსოფლიო აალაპარაკა. ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოში, მამაკაცმა მის საქმიანობას უგუნური უწოდა, განაცხადა, რომ მოინანია და თავი უნდა დაისაჯოს, რის შემდეგაც მინის ბოთლი უკანა ტანში მოითავსა.

გაუპატიურება და წამება რუსული სპეცსამსახურების სტილია - ამაზე "კურიერთან" ახმედ გისაევი საუბრობს. უფლებადამცველი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული სარჩელის შემდეგ წლებია სკანდინავიის ქვეყნებში მოღვაწეობს. გისაევი 2003 წელს გროზნოში, სახლიდან გაიტაცეს. ცემისა და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შემდეგ კი გაათავისუფლეს. 19 წლის ახალგაზრდას საქმეზე გისაევი საქმის აღძვრას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში იურისტის თქმით, ეს რუსეთის პროკურატურის და ძალოვანი სისტემის დანაშაულზე მიანიშნებს.

თავად კადიროვი შეურაცხყოფად მასზე ინტერნეტში გავრცელებულ კომენტარებსაც მიიჩნევს. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა მსგავს ფაქტებთან ბრძოლა თითქმის ერთი წლის წინ, ღიად დააანონსა. დასჯის უცნაური მეთოდი რამზან კადიროვმა ნარკომომხმარებლებისთვისაც მოიგონა, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოხერხდა.

4 წლის წინ, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ მოედანზე რამდენიმე ასეული ნარკოდამოკიდებული და მათი ოჯახის წევრები შეკრიბა. თქვა, რომ ეს სამარცხვინო საქციელია და მათი დახვრეტის ინიციატივითაც გამოვიდა.

დღის ამბები