25 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი აშშ-ში და გაწითლებული ცა - დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ათასობით ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდა. ხანძრისგან გამოწვეული კვამლის შედეგად სან-ფრანცისკოსა და რამდენიმე ქალაქში ცა წითლად შეიფერა. კალიფორნიაში ერთ მილიონ ჰექტარზე მეტია დამწვარი, რაც შტატისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ორეგონის შტატში კი ხანძარმა, ხუთი ქალაქი გაანადგურა. ორეგონის გუბერნატორის ქეით ბრაუნის განცხადებით შტატის ისტორიაში ეს შესაძლოა ყველაზე დამაზიანებელი ხანძრების სერია იყოს. მეხანძრეები ცეცხლის 100-მდე აქტიურ კერას ებრძვიან. შტატების დასავლეთ სანაპიროზე ხანძრების სწრაფ გავრცელებას გვალვა და ძლიერი ქარი ხელს უწყობს.

დღის ამბები