19 აპრილი 2024,   11:46
ვრცლად
ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

გაერთიანების სამეფოს ელჩი უფლებამოსილების შესრულებას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით.

"ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში გაიზარდა 30 პროცენტით. ასევე ბრიტანეთი არის ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით.

ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ გავაცანით ახალი პროექტები, ვისაუბრეთ მნიშვნელოვან წარმატებებზე და რეფორმებზე ეკონომიკურ სექტორში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები