19 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში გაიზრდება - ჯანმო

"კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში გაიზრდება" - ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ გააკეთა.

მისივე ცნობით, ვაქცინა რომც შეიქმნას, ეს პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს და შედეგად პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით პოზიტიურ ინფორმაციას არ უნდა ველოდოთ. მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა, ბოლო მონაცემებით კოვიდ 19-მა 930 000 პაციენტი იმსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.

დღის ამბები