25 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
შეხვედრა სოჭში - დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოს უმასპინძლა

შეხვედრა სოჭში - დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი დემოკრატიული ქვეყნების არჩევანის საწინააღმდეგოდ. მაშინ, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირი და შესაბამისად მათი წევრი ქვეყნები, ლუკაშენკოს რეჟიმს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს და სანქციებს უწესებს, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა, მათ შორის სამხედრო, სამედიცინო ეკონომიკური მიმართულებით.

პუტინმა ბელარუსის პირველ პირს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ბელარუსის სამრეწველო ეკონომიკა რუსული ფულით აშენდა და ბელარუსის სამხედრო ძალასაც რუსული შეიარაღება წარმოადგენს. დასავლეთი კი სანქციებისთვის ემზადება. 21 სექტემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საბოლოოდ იმსჯელებენ იმაზე, მოექცევა თუ არა სანქციების სიის სათავეში ალექსანდრ ლუკაშენკო.

დღის ამბები