19 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ნუცუბიძის პლატოებზე - ელენე ხოშტარია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

ნუცუბიძის მეხუთე მიკრორაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ხალხი ამბობს, რომ დედაქალაქის ამ კონკრეტულ რაიონში საზოგადობრივი ტრანსპორტის სერიოზული დეფიციტია - მოძრაობს მხოლოდ ერთი ავტობუსი, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მათ ფეხით გადაადგილება უწევთ.

ადგილობრივების თქმით, თბილისის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

ნუცუბიძის მეხუთე მიკრორაიონის მოსახლეობის პრობლემას გაეცნო ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან". ელენე ხოშტარია შეკრებილებს დახმარებას დაპირდა.

"უკვე რამდენიმე თვეა მოხსნილია სამარშუტო ტაქსები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძალიან მწვავე ნაკლებობაა. პრაქტიკულად ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საღამოს საათებში, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მიღწევა ან იქიდან ამოღწევა არის შეუძლებელი. მივმართავ მერიას რომ პირველ რიგში ჰქონდეთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან, დანიშნონ სატრანსპორტო საშუალებები," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები