25 აპრილი 2024,   18:26
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი კიკვიძის ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალგაზრდებს კიკვიძის ბაღში შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა შეკრებილებს მათი პრობლემების, სურვილებისა და წინადადებების შესახებ გამოკითხა.

თავის მხრივ, პოლიტიკოსმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდებს საკუთარი გეგმები გააცნო.

"ყველა პროცესი, რომელიც საქართველოში ვითარდება შეუძლებლად მიმაჩნია ახალგაზრდების გარეშე კეთდებოდეს. ის, რომ მათი მხრიდან უნდა იყოს მეტი ინიციატივა ამაზე გვქონდა საუბარი და დარწმუნებული ვარ ჩვენი ეს ურთიერთობა შედგა," - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები