ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, პალესტინელმა სამხედროებმა რაკეტები მაშინ გაისროლეს, როდესაც თეთრ სახლში ისრაელთან ნორმალიზების შეთანხმებას მოეწერა ხელი.
მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება გაუწიეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ორიდან ერთი რაკეტის ჰაერშივე განადგურება შეძლეს.