18 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
ნოდარ მაჭარაშვილის ახალი რომანის პრეზენტაცია მზიურში შედგა

"მოსკოვი-თბილისი" - ასეთია ნოდარ მაჭარაშვილის ახალი რომანის სახელწოდება, რომლის პრეზენტაციაც მზიურში შედგა. ნამუშევარი მწერლის მეექვსე წიგნი და რიგით მეოთხე რომანია. ის პატრიოტულ მოტივებზეა შექმნილი და მასში რუსული ოკუპაციაა ასახული.

ღონისძიება მზიურის ამფითეატრში რეგულაციების დაცვით ჩატარდა. ნოდარ მაჭარაშვილი, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილია და ის წლებია, საქართველოში არ ცხოვრობს. წიგნებს მწერალი ადრე თორნიკე გურჯინ-თახის ფსევდონიმით აქვეყნებდა. საღამოზე მისულ სტუმრებს ახალი რომანის შეძენის საშუალება ადგილზე ჰქონდათ.

დღის ამბები