16 აპრილი 2024,   20:08
ვრცლად
მოსაზრება, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გაძლიერებულ ტესტირებას უკავშირდება, კვლავ რჩება - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ-ახალი წერტილები გაჩნდა, თუმცა  ინფიცირების ძირითადი ნაწილი აჭარაშია, დანარჩენ რეგიონებში კი, მდგომარეობა თითქმის ლოკალიზაციისკენ მიდის.

ეზუგბაიამ ასევე გასულ თვეებში ჩატარებულ ტესტების რაოდენობაზე ისაუბრა.

"ივნისის თვეში დღეში 807 ტესტი კეთდებოდა, ივლისში 1415 დღეში, აგვისტოში 1527 და სექტემბრის თვეში უკვე კვლავ 1507 იყო გუშინ, თუმცა ვიცი, რომ კიდევ დაემატა ლაბორატორიული ცენტრები და მისი რაოდენობა ალბათ მოიმატებს და რამდენიმე დღეში მოგახსენებთ სექტემბერში რამდენია, ყოველ შემთხვევაში, 1507-ზე მეტი რაოდენობა იქნება.

ძალიან გაძლიერებული ტესტირების გამო, გაზრდილი ტესტირების გამო, ეს მოსაზრება რჩება, რომ გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია, როგორც ამ თვალსაზრისით, ასევე დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. არავინ არ იძახის, რომ მხოლოდ ამის ხარჯზე, მაგრამ არის. ვინაიდან გაჩნდა ახალ-ახალი წერტილები, მაგრამ ვხედავთ, რომ აჭარა არის ძირითადი ნაწილი, დანარჩენებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. მატება არც ერთ რეგიონში არ არის. ყველა რეგიონში მცირდება, თუ არ მცირდება იგივე მონაცმები რჩება.

თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

 

დღის ამბები