20 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
ლარს სარეანიმაციო არაფერი სჭირს, ჩვენი ვალუტა საკმაოდ ჯანსაღია - ნათია თურნავა

"ლარს სარეანიმაციო არაფერი სჭირს, საკმაოდ ჯანსაღია ჩვენი ვალუტა" - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "დღის კურიერში გააკეთა.

ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის რყევა, გლობალური კრიზისის თანმდევი პროცესია.

"შემცირდა შემოსავლები ტურიზმიდან, შემცირდა შემოსავლები საგარეო ვაჭრობიდან და ეს არ შეიძლება არ აისახოს ლარის კურსზე, ეკონომიკური ვარდნა, მოსალოდნელი ზრდის მაგივრად, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი, კორდინირებული პოლიტიკის შედეგად იმას აღწევს, რომ ლარის რყევები არის საკმაოდ მცირე,"- აცხადებს ნათია თურნავა. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებითვე, ის მიეკუთვნება მოქალაქეების იმ ჯგუფს, რომელსაც დოლარში აღებული სესხი გაუძვირდა.

"მეც ვიზიარებ ამ წუხილს, მაგრამ შეიძლება არ დავინახოთ, რომ ეს არის ზომიერი რყევები, იმასთან შედარებით, თუ რა ხდება რეგიონში. იმასაც გეტყვით, რომ ეს არის მოკლევადიანი რყევები, გამოწვეული სხვადასხვა მოლოდინებით. ინფიცირებულების მომამტებამ ბიზნესში გააჩინა მოლოდინი, რომ მოხდება ისევ ჩაკეტვა, გამოცხადდება საყოველთაო კარანტინი, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ- არ მოხდება დიდი ჩაკეტვები, ბიზნესი გააგრძელბს მუშაობას, გაგრძელდება ვაჭრობა და ექსპორტი, შესაბამისად, ლარის კურსს არ ელოდება დიდი რყევები და ეს დინამიკაც ჩაცხრება,"- განაცხადა "დღის კურიერში" ნათია თურნავამ.

 

დღის ამბები