24 აპრილი 2024,   22:46
ვრცლად
დაპირისპირება ქართულ რაგბში - რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. მერაბ ბესელია სამართალდამცველებმა მცხეთაში აიყვანეს. დაკავებული ზაჰესის იზოლატორში იმყოფება და მას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

სროლის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი - 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დღის ამბები