24 აპრილი 2024,   11:49
ვრცლად
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე ვიდეო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, NATO-ს  საპარლამენტო ანსამბლეის გენერალური მდივანი როქსანდრა პოპა მონაწილეობდნენ.

ონლაინ კონფერენციაზე ქართულ მხარეს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია წარმოადგენდა.

როგორც ჯეიმს აპარტურაიმ აღნიშნა, ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე მეტი აქტიურობა მართებთ, რათა ქვეყანამ დასახულ მიზანს დროულად მიაღწიოს.

"ბევრს ვმუშაობთ რათა ყველა დარწმუნდეს რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია. აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ მაპზე. მაპის მიღება ცოტა გართულებულია და ეს საქართველოსაც კარგად ესმის. ჯერ არ გვაქვს კონსენსუსი მიღწეული ამ თემაზე, თუმცა საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს წევრი. ქართველმა დიპლომატებმა აქტიურად უნდა იმუშაონ და ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ. მე მხარს ვუჭერ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. ჩვენ ვართ თავდაცის რეფორმებზე ფოკუსირებული. გვაქვს ერთობლივი წვრთნები. საქართველოს წვლილი შეაქვს არა მხოლოდ NATO-სთან ინტეგრაციის პროცესში, არამედ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ვაუმჯობესებთ თავდაცვას, ერთად ვმუშაობთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტზე. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ტერიტორიული საკითხის განხილვა რუსეთის სტრატეგიაა, რომელიც ცდილობს პრევენცია მოახდინოს იმ ქვეყნების გაწევრიანების, რომლებსაც დასავლეთისკენ აქვთ გეზი აღებული. რუსეთს არ აქვს ექსკლუზიური უფლება საქართველოს გაწევრიანების პრევენცია მოახდინოს. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, რა თქმა უნდა ეს მხედველობაში უნდა მივიღოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გამო საქართველო NATO-ს წევრი ქვეყანა ვერ გახდება," - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

დღის ამბები