20 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
ბელარუსის, რუსეთის, ვენესუელასა და ჩინეთის წარმომადგენლებმა​ გაერო-ში სვეტლანა ტიხანოვსკაიას სიტყვით გამოსვლის ჩაშლა სცადეს

ბელარუსის, ვენესუელას, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები სვეტლანა ტიხანოვსკაიას გაერო-ში სიტყვით გამოსვლის ჩაშლას შეეცადნენ.

მათი მტკიცებით, იმ ადამიანების ვიდეოების ჩვენება, რომლებიც სახელმწიფოს არ წარმოადგენენ, რეგლამენტს არღვევს. თუმცა, მათი პრეტენზია ევროპულმა ქვეყნებმა და გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ არ მიიღეს.

პარალელურად ლუკაშენკომ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრები ჩაკეტა, უკრაინასთან კი სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას არაადეკვატური უწოდა .

დღის ამბები