20 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
ჟირინოვსკი ლენინის ცხედრის კრემაციის ინიციატივით გამოდის

ლენინის ცხედარს, შესაძლო, კრემაცია ჩაუტარონ - შესაბამისი ინიციატივით რუსმა პოლიტიკოსმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას მიმართა.

ჟირინოვსკის განცხადება რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის თანახმადაც ამერიკელმა მხატვარმა დევიდ დათუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანის სურვილი გამოთქვა.

ჟირინოვსკი ამბობს, რომ რუსეთს ლენინის გვამი არ სჭირდება, უნდა ჩატარდეს ცხედრის კრემაცია და არავითარ შემთხვევაში მისი გაყიდვა ან გადაცემა არ უნდა მოხდეს .

 

დღის ამბები