20 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
საბერძნეთში ციკლონ "იანოსს" ორი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში ციკლონ "იანოსს" ორი ადამიანი ემსხვერპლა, დატბორილია ასობით სახლი, ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები მოგლიჯა.

უამინდობამ ყველაზე მეტად ათენის ჩრდილოეთ ნაწილი დააზარალა.

საბერძნეთის სამხრეთისა და ჩრდილოეთის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.

ციკლონის სიჩქარემ 120 კმ/სთ შეადგინა.

დღის ამბები