25 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
დონალდ ტრამპისთვის კანადიდან გაგზავნილ კონვერტში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს

ტრამპი ბიოლოგიურ თავდასხმას გადაურჩა. აშშ-ის პრეზიდენტისთვის, გაგზავნილ კონვერტში მომწამლავი ნივთიერება რიცინი აღმოაჩინეს.

ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს. სამართალდამცველებმა საეჭვო კონვერტი სავალდებულო შემოწმების დროს იპოვეს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულ ფოსტას უტარდება.

ორმა სხვადასხვა კვლევამ შეფუთვაში რიცინის არსებობა დაადასტურა. ახლა სამართალდამცველები კონვერტის წარმომავლობას სწავლობენ.

ცნობილია, რომ ის კანადიდან არის გაგზავნილი.

დღის ამბები