სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდა. სოზარ სუბარმა და პედაგოგებმა საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემაზე ისაუბრეს.
ეს არის საბავშვო ბაღების ავტორიზაცია და ის აღსაზრდელები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის შემდეგ უსრულდებათ და მათ სკოლაში არ იღებენ.
სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ სამგორის რაიონში 27 მოქმედი საბავშო ბაღია და 3 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებსაც ავტორიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ.