18 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ნობელის პრემიის მფლობელი გახდება

აშშ-ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნობელის პრემიის მფლობელი გახდება. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებამ, მასობრივი მკვლელობები შეაჩერა.

ნობელის პრემიაზე აშშ-ის პრეზიდენტი აქამდე 2-ჯერ იყო წარდგენილი, პირველ შემთხვევაში, მშვიდობის პრემიის ნომინანტად ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში შეტანილი წვლილისთვის დაასახელეს, მეორედ კი კოსოვოსა და სერბეთს შორის მიღწეული შეთანხმებისთვის.

დღის ამბები