19 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
კრიმინალებს ფულის გათეთრებაში მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები ეხმარებიან - BuzzFeed news-მა საეჭვო დოკუმენტები მოიპოვა

ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები კრიმინალებს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან. მასალები BuzzFeed news-მა მოიპოვა.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1999 წლიდან 2017 წლამდე 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის საეჭვო ტრანზაქციები სრულდებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, ფულის გათეთრების სქემაში რუსი ოლიგაქრებიც მონაწილეობდნენ.

მოპოვებული დოკუმენტები კომპანია BuzzFeed-მა გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმსა და 88 ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ მედიაორგანიზაციას მიაწოდა.

დღის ამბები