26 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მთავრობა რეგულაციებს ამკაცრებს - თვითიზოლაციის დამრღვევი 10 ათასი გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდება

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 31 მილიონს გასცდა. პანდემიამ უკვე იმსხვერპლა 965 ათასი პაციენტი, 65 000 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ევროპაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება. ხვალიდან დიდი ბრიტანეთის მთავრობა რეგულაციებს კიდევ უფრო ამკაცრებს. იზრდება სანქციები - პირი, რომელიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, 10 ათასი გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდება.

საფრანგეთში COVID-19-ის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყება რეგულაციების კვლავ დაწესებას მოითხოვს.

მიუხედავად სანქციებისა, ისრაელში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. მოსახლეობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას და ქვეყნის მთავრობის გადადგომას მოითხოვს.

ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ახალი შეზღუდვები შედის ძალაში საბერძნეთშიც. მსოფლიო ლიდერები დღეს გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავს პანდემიის გამო ვირტუალურად აღნიშნავენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, თქმით, პანდემიამ მსოფლიოს სისუსტეები გამოააშკარავა.

დღის ამბები