20 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს - ჟოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს.

ამის შესახებ განცხადება ბორელიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთა. მისივე თქმით, ბელარუსში ვითარება უარესდება.

შეგახსნებთ, მინსკში საპროტესტო აქციები ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შმდეგ არ წყდება. დაკავებულია ათასობით აქტივისტი. 

დღის ამბები