26 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
მოსახლეობის ჩართულობა და სამომავლო პრიორიტეტები - გიორგი ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის მოსახლეობას შეხვდა

მოსახლეობის ჩართულობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა "ქართული ოცნების" გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ტყვიავის, ქერესქვეშისა და ქვემო არცევის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

დეპუტატობის კანდიდატმა ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 11 სოფელს, მათ შორის ქერესა და ქვეშს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს მთელი რიგი შეღავათებით ისარგებლონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ.

"სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრისას, მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე ვისაუბრეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობა საკმაოდ დადებითად არის განწყობილი. ეს ჩემთვის სტიმულია იმისათვის, რომ მომავალში ბევრი საქმე გავაკეთო. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან მთის კანონთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ," - აცხადებს შიდა ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ხოჯევანიშვილი.

დღის ამბები