25 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული პარტია გააუქმა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული პარტია გააუქმა.

გამოცემა "ტასის" ინფორმაციით, სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს თხოვნა დააკმაყოფილა.

"მომავლის რუსეთის" რეგისტრაციაზე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ერთი წლის წინ უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ იმავე სახელის პოლიტიკური პარტია უკვე არსებობდა. ნავალნი საკუთარი პარტიის დარეგისტრირებას სხვადასხვა სახელით 2012 წლიდან ცდილობს.

იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციაზე უარის მიზეზად, სხვადასხვა დროს დოკუმენტებში არსებულ ხარვეზებსაც ასახელებდა.

დღის ამბები