24 აპრილი 2024,   00:39
ვრცლად
218 ინფიცირებული, 2 გარდაცვლილი და 40 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის ახალი სტატისტიკა საქართველოში

დღეის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 218 ადამიანი დაინფიცირდა, 2 გარდაიცვალა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე -stopcov.ge​-ზე განახლდა. 

2 გარდაცვლილი პაციენტიდან ერთი, ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. მეორე კი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში. 

ასაკოვან ქალს, რომელიც ქუთაისში გარდაიცვალა, რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. 

ბათუმში გარდაცვლილ პაციენტს კი, მძიმე ხარისხის ინსულტი ჰქონდა, ის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, ჩაუტარდა PCR კვლევა, რის შედეგადაც COVID-19 დაუდასტურდა. ექიმის განმარტებით, ის მძიმე ხარისხის ინსულტის გამო გარდაიცვალა. 

დღის ამბები