პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციის მიმართ ზიზღს ვერ მალავს.
"ეს არის ის კომისია, რომელსაც "ქართული ოცნების" ყველაზე ბოღმიანი და ღვარძლიანი სახე მართავს ქალბატონი თეა წულუკიანი. რომელიც ამ კომისიას და ყველაფერს იყენებს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ის ვერ მალავს ზიზღს ოპოზიციის მიმართ. შეუძლია შეიკრიბოს თავის თანამზრახველებთან ერთად და რაზეც უნდა იმაზე იმსჯელოს. ჩვენ ყველა დარღვევაზე გვექნება ჩვენი რეაგირება,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი კი სერგი კაპანაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ თეა წულუკიანს არ უნდოდა
"მას კომისიაში მუშაობა კი არა პარლამენტში მუშაობა არ უნდოდათ, თუმცა შემდეგ მოუწიათ პოლიტიკურ მაგიდასთან დასხდომა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ამ კომისიაში ისე სხვა წარმომადგენლობით ორგანოში მათ მონაწილეობის მიღება ენდომებათ,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
იუსტიციის საბჭოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს "ევროპული საქართველო", მიზეზი კი იუსტისიის სამინისტროს მიმართ უნდობლობაა.