23 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
ავსტრალიაში მაშველები სანაპიროზე გამორიყული ასობით ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ

ავსტრალიის შტატ ტასმანიაში მაშველები სანაპიროზე გამორიყული ასობით ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, წყლის დინებამ სანაპიროზე 270 ვეშაპი გამორიყა, მათგან 90 უკვე დაიღუპა.

სამაშველო პროცესში ათობით მოხალისე და მაშველია ჩართული. ადგილობრივების განცხადებით, ტასმანიის სანაპიროზე ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც მოხდა.

დღის ამბები